რუსთავი თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "სუზიკის" მარკის მსუბუქი ავტომობილი "თბილსერვის ჯგუფის" საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდ მანქანას შეეჯახა. როგორც ადგილზე საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, მსუბუქ ავტომობილს წინ ძაღლმა გადაურბინა, რაც ავარიის გამომწვევი მიზეზი გახდა.
შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი შვილები დაშავდნენ. თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი მათგანი ჩვილია.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ, ისინი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.