ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2021-09-16 20:18:28

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, კოსტავას გამზირზე.

მინივენი პიკაპს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე რუსთავის საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

ავარიის გამო, რამდენიმე წუთის განმავლობაში კოსტავას ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო. ამ დროისთვის გზა გახსნილია.