გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 30 პირს დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სწარფი სამედიცინო დაწესებულებაში 131 პირი შემოწმდა.
კლინიკაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა "პისიარ" კვლევის შედეგად დადასტურდა.
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე კლინიკაში სწრაფი ტესტით116 პირი გაიტესტა.
2 ახალი შემთხვევა "პისიარ" ტესტირებით დადასტურდა.