რომელ მისამართებზე შეიზღუდება წყლის მიწოდება

2021-09-13 18:44:03

კომპანია რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს და წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

რუსთავში, რჩეულიშვილის 18ა ქსელზე დაზიანების გამო 14 სექტემბერს, 12:00 დან  14:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება:

ბარნოვის, ბერიტაშვილის, ბელიაშვილის თავისი შესახვევით, გიორგაძის, გ ჯავახიშვილის, გოგოლის, ტ გრანელის, კახეთის, მაზნიაშვილის, მცხეთის, ნეკრასოვის, რჩეულიშვილის, სამგორის, სამშვილდის, ტოლსტოის, ჩაპაევის და ჩეხოვის ქუჩებს.