რუსთავში ერთი მოძრავი ამცრელი პუნქტის ლოკაცია იცვლება

2021-09-13 15:36:18

ხვალიდან, 14 სექტემბრიდან, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი, რომელიც აქამდე ჭყონდიდელის დასახლებაში იყო განთავსებული, ლეონიძის ქუჩაზე, მე-4 საჯარო სკოლის მიმდებარედ გადაინაცვლებს.

ხვალიდან კოვიდვაქცინით იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება: მე-12 მკ/რნ -ის N24 (23-ე საშუალო სკოლის წინ), მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, (სუპერმარკეტ ,,მადაგონის“ წინ)  და მე-4 საჯარო სკოლის წინ მოწყობილ  მოძრავ ამცრელ პუნქტებში.  

იმუნიზაციის მსურველებს 11:00 საათიდან ჩაუტარებენ აცრას.

ამ ეტაპზე, რუსთავში მოძრავ ვაქცინაციის ცენტრებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება “ფაიზერისა” და “სინოვაკის” წარმოების ვაქცინითაა შესაძლებელი.

რუსთავში, 8 დღის მონაცემებით, ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში, 1 114 პირია აცრილი.