იაღლუჯის მთაზე პარტია "გირჩის" ღონისძიება გაიმართა. [ვიდეო/video]
პარტიის ლიდერები, იაგო ხვიჩია და ვახო მეგელიშვილი მთიდან პარაპლანით გადმოხტნენ.
ვახო მეგრელიშვილმა პარაპლანით რუსთავში პარტიის პროპორციული სიის 1-ელ ნომერთან, ილია გამყრელიძესთან ერთად იფრინა.
შეიძლება ითქვას, რომ ამ ფორმით პარტიამ რუსთაველებს ილია გამყრელიძე წარუდგინა.
"რუსთავში ძალიან კარგი შედეგი გვქონდა შარშან, ძალიან დიდი მადლობელი ვარ რუსთაველების, ვინც გირჩს დაუჭირა მხარი და ჩემი აზრით, ამ ერთი წლის განმავლობაში, მათთვის დიდად იმედი არ გაგვიცრუებია და აქედან გამომდინარე, ისეთი ადამიანი გვყავს რუსთავში, რომელიც ჩვენნაირია, ენთუზიასტია, რაღაცის გაკეთება უნდა და ამ საქმეს აკეთებენ აი აქ, ექსტრემალური სპორტის, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და აქაურობისთვის სიცოცოხლის დაბრუნებისთვის. მეგობრები ცდილობენ, რომ გააცოცხლონ ეს არეალი. ამ ადამიანის ყველაზე ადვილად გაცნობა თუ ჩვენება რუსთაველებისთვის შეიძლება ზეციდან და მინდა, რომ გადმოვხტეთ და ლაივში წარვადგინოთ ჩვენი კანდიდატი. ჩვენი ამოცანაა, რომ გირჩელებს წარმომადგენლები გვყავდეს რაც შეიძლება მეტ საკრებულოში ქვეყანაში, რომელიც დაეხმარება გირჩის ნებისმიერ წევრს საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, რომელსაც საქმე აღმოაჩნდება თუნდაც რუსთავში და აქ ბიუროკრატიასთან რამეს ვერ გაარკვევს. მთავარია, ილია იყოს პატიოსანი, წესიერი ადამიანი, რომელიც გულთან მიიტანს საკუთარი თანამოაზრეების გაჭირვებას", - განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.