გასული 2 დღე-ღამის განმავლობაში, რუსთავში კორონავირუსს 2 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კოვიდ19-ით 84 წლის ქალი გარდაიცვალა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში, ხოლო 60 წლის მამაკაცი "კლინიკა რუთავში".
სამედიცინო დაწესებულებების ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ, რამაც ვირუსის მართვა გაართულა და მათი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
როგორც კლინიკებში აცხადებენ, პაციენტებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ ჰქონდათ.