ეპიდვითარება რუსთავში

2021-09-09 20:46:34

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 21 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 107 პირი შემოწმდა.

4 შემთხვევა "პისიარ" კვლევის შედეგად დადასტურდა.

კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ 133 პირი გაიტესტა.

ვირუსის 2 ახალი შემთხვევა სამედიცინო დაწესებულებაში "პისიარ" კვლევით გამოვლინდა.