რუსთავში, ლეონიძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ჰონდას" მარკის ავტომობილმა, რომელიც ავტოსახელოსნოდან გამოდიოდა, იქვე მდგომ ახალგაზრდა ქალს ფეხზე გადაუარა.
ქალი შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, კლინიკაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟით გადასვლა არ ისურვა და სამედიცინო დაწესებულებას თვითდინებით მიმართა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.