აიცრნენ თუ არა რუსთაველი სასულიერო პირები

2021-09-12 13:17:32

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართვლოს მასშტაბით უკვე არაერთმა სასულიერო პირმა გაიკეთა.

იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების ინტერესი მაღალია, რას ფიქრობს ვაქცინაციასთან დაკავშირებით ეკლესია, "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, აიცრნენ თუ არა რუსთაველი სასულიერო პირები და ქალაქში მოქმედი რამდენიმე ტაძრის წინამძღვარს დაუკავშირდა.

მათი სრული უმრავლესობა კოვიდის წინააღდეგ აცრილი არ არის, ზოგიერთი მათგანი კი ჩვენთან ამაზე საუბრისგან თავს იკავებს.

"ჯერ არა და ჯერჯერობით არც ვაპირებ. მე მგონია, რომ გადატანილი მაქვს კიდევაც და ანტისხეულები უნდა მქონდეს ორგანიზმში", - რუსთავის წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი სერგი კასრაძე.

"არა და ისეთი თემაა, რომ ვაპირებთ თუ არა ეგ ჩემს გონებაშია", - რუსთავის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი პაატა თავართქილაძე.

"არ გამიკეთებია და ჯერჯერობით არ ვაპირებ. მე ვფიქრობ, რომ არ მჭირდება ეგ აცრა და კარგად ვგრძნობ თავს, მშვენივრად მაქვს გადატანილი ეგ დაავადება", - რუსთავის ხარების ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი.

"იტარებენ სასულიერო პირები აცრებს, რა პრობლემაა", - რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზ დავით დავითაშვილი. სასულიერო პირმა არ ისურვა დაეკონკრეტებინა, არის თუ არა აცრილი თავად.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ჩაუტარებია რუსთავის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ შალვა შალვაშვილს.