რუსთავის ავტობუსებში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება

2021-09-05 15:16:53

რუსთავის ავტობუსებში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება.

გასული 3 დღის განმავლობაში, რუსთავში, ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში 389 პირი აიცრა, აქედან 365-მა "ფაიზერის", 24-მა კი "სინოვაკის" ვაქცინა გაიკეთა.

ავტობუსებში აცრის სტატისტიკა ვაქცინებისა და ლოკაციების მიხედვით ასე გამოიყურება:

მე-19 მიკრორაიონი - 158 დოზა "ფაიზერი" და 12 დოზა "სინოვაკი";
მე-12 მიკრორაიონი - 138 დოზა "ფაიზერი" და 5 დოზა "სინოვაკი";
ჭყონდიდელის დასახლება - 69 დოზა "ფაიზერი" და 6 დოზა "სინოვაკი".

შეგახსენებთ, რუსთავში მოძრავი ვაქცინაციის ცენტრების პროექტი 2 აგვისტოს ამოქმედდა.

ლოკაციები უცვლელია, ავტობუსებში აცრა მოქალაქეებისთვის ისევ მე-19 და მე-12 მიკრორაიონებში, ასევე ჭყონდიდელის დასახლებაში იქნება შესაძლებელი.