რუსთავში, მე-14 მიკრორაინის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში ხანძარი იყო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევის მიზეზი, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვი გახდა. ცეცხლი ლიფტის შახტაში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებლი იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.
შეგახსენებთ, რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში ცეხცხლი დღეს უკვე მეორედ გაჩნდა. დღის პირველ ნახევარში, აღნიშნული მიზეზით ხანძარი მე-19 მიკრორაინში იყო.