მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2021-09-03 21:38:32

4 სექტემბერს გამოიდარებს და 8 სექტემბრამდე მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 4 სექტემბრის დილამდე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. 8 სექტემბრამდე  ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც.  ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +23, +28 გრადუსი იქნება.

თბილისში 4 სექტემბრის დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს. 8 სექტემრამდე,   ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა  აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 4-5 სექტემბერს +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 6 სექტემბრიდან +29 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 4 სექტემბერი +26°C, 5 სექტემბერი +24°C, 6 სექტემბერი +28°C, 7 სექტემბერი +28°C.