"ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგი გამართა.
ბრიფინგი რუსთავში დაუკანონებელი ავტოფარეხების თემას შეეხო.
"რუსთავში ოპოზიციურ პარტიებს მინდა ვთხოვო, მივმართო, რომ მისცენ საშუალება მოსახლეობას ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთონ არჩევანი. მე მესმის, რომ მათ არ აქვთ არანაირი გეგმა და ხედვა ქალაქის განვითარების მომდევნო 4 წლის განმავლობაში და ისინი დაპირებებს იძლევიან ისეთ საკითხებზე, რომლებიც კანონიერ საფუძველსაც კი მოკლებულია. დღესაც, მაგალითად, გარკვეული ჯგუფები დადიან მოსახლეობაში და ჰპირდებიან ავტოფარეხების დაკანონებას. მე მინდა განვმარტო მოსახლეობისთვის, რომ ამას აქვს თავისი კანონი, რომელიც არეგულირებს ავტოფარეხების დაკანონებას და არის სრულად მოსახლეობის მხრიდან დასაყენებელი საკითხი, რომელზეც შეიძლება მუნიციპალიტეტმა იმსჯელოს. ამ ტიპის დაპირებები ისმოდა გასულ წელსაც, საარჩევნო პერიოდში. ეს ადამიანების დღესაც პარლამენტარები არიან და მათ შეეძლოთ, რომ ეს დაპირება შეესრულებინათ. მათ არაფერი აფერხებდათ, გარდა ერთისა, კანონის, რომელიც ამას ეწინააღმდეგება. ჩვენ ვართ რუსთაველები, გვიყვარს ეს ქალაქი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთი რუსთაველი არ შევიდეს შეცდომაში", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.