ხანძარი რუსთავში [photo]

2021-09-03 15:11:24

რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე ხანძარი იყო.

”ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა და იქიდან გამომდინარე, რომ ძლიერი ქარია, საკმაოდ სწრაფად გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. მეხანძრე-მაშველებმა ინტენსიური სამუშაობის შედეგად, ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს.

შემთხვევის ადგილზე ასევე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.