მაშველებმა რუსთავში მამაკაცი გადაარჩინეს [photo]

2021-09-03 12:11:35

მაშველებმა რუსთავში მამაკაცი გადაარჩინეს.

მტკვარში წყლის დონემ მოულოდნელად მოიმატა და მდინარეში სათევზაოდ შესული, 60 წლამდე მამაკაცი ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდა.

ადგილზე გამოიძახეს სამაშველო სამსახური.

მაშველები მდინარეში ნავით შევიდნენ და მამაკაცი ნაპირზე დროულად გამოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც.