ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.
შარტავას გამზირზე ერთმანეთს "ბეემვეს" მარკის ავტომობილი და მოპედი დაეჯახა.
ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების 3 ეკიპაჟი. დაშავებულების ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო 16 წლის ბიჭის გადაყვანა კლინიკა რუსთავში მოხერხდა.
"ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს რომ მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტი რჩება სამედიცინო დაწესებულებაში და მკურნალობის კურსს გადის.