რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2021-09-02 19:17:45

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში: მე-19, მე-18, მე-16, მე-20, 21-ე მიკრორაიონებში, მეგობრობის, ცურტაველის, გორის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, გოგი დოლიძის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.