2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია.
"ინფო რუსთავი" ამ ხნის განმავლობაში უწყვეტად ავრცელებდა ინფორმაციას რუსთველი მაღალქულიანი აბიტურიენტების შესახებ. საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა იმ მოსწავლეების სიაც, რომელთაც 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ რუსთავის ტოპ-3 საჯარო სკოლას, 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსების მქონე კურსდამთავრებულების რაოდენობის მიხედვით:
III ადგილი - #22 საჯარო სკოლა, რომელსაც მიმდინარე წელს 100%-იანი გრანტის მქონე 5 აბიტურიენტი ჰყავდა;
II ადგილი - #2 საჯარო სკოლა. 100%-იანი დაფინანსება მოპოვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 9 კურსდამთავრებულმა;
I ადგილი - #4 საჯარო სკოლა. 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლის 10 აბიტურიენტი, რომელმაც აღნიშნული სკოლა დაამთავრა.
„ინფო რუსთავის“ მიერ გამოქვეყნებული მაღალქულიანი აბიტურიენტების სიის მიხედვით, ასევე ლიდერობენ #28 და #7 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები.
მიმდინარე წელს, მე-7 საჯარო სკოლას 3, 28-ე საჯარო სკოლას კი 4 100%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტი ჰყავდა.