2021-09-01 02:10:07
2-3 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 2 სექტემბერი +35°C, 3 სექტემბერი +27°C, 4 სექტემბერი +27°C, 5 სექტემბერი +28°C.