ეპიდვითარება რუსთავში

2021-08-31 22:31:22

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 26 პირს დაუდასტურდა.

 

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 120 პირი შემოწმდა.

3 პირს ვირუსი პისიარ კვლევით დაუდასტურდა

 

39 ახალი შემთხვევა დადასტურდა პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში.

 

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ  160 პირი გაიტესტა.