რუსთავის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
დენი არა აქვს ლეონიძის, თოდრიას, მე-12 მიკრორაიონსა და მიმდებარე ქუჩებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია ენერგო პრო ჯორჯიაში განუცხადეს, ერთ-ერთი ელექტრო კაბელი დაზიანდა. კომპანიის თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან და პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.
მათი თქმით, ელექტრო ენერგიის მიწოდება ერთ საათში აღდგება.