ავარია რუსთავში

2021-08-29 20:08:14

რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ოპელისა" და "ნისანის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.