ლეიბორისტული პარტიის რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და პროპორციული სიის 1-ელი ნომერი 26 წლის გიორგი გზირიშვილი იქნება.
პარტიას რუსთავში მერობის კანდიდატი არ ეყოლება და როგორც გზირიშვილი "ინფო რუსთავთან" აცხადებს, მათთვის პრიორიტეტულია მმართველი გუნდის პროპორციულ ნაწილში დამარცხება.
"ლეიბორისტული პარტია რუსთავში მერობის კანდიდატის გარეშე იქნება არჩევნებზე წარმოდგენილი, არცერთ გაერთიანებაში არ შევდივართ საერთო კანდიდატთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქართული ოცნება დამარცხდეს პროპორციულ ნაწილში, სხვა დანარჩენი მეორე ხარისხოვანია", - აცხადებს გზირიშვილი.
ასევე, ცნობილი ხდება, ვინ იქნებიან რუსთავის საკრებულოს წევრობის სიითი კანდიდატები ლეიბორისტული პარტიიდან:
1.გიორგი გზირიშვილი;
2.ნატალი თოდაძე;
3.ცირა ქოჩორაშვილი;
4.იოსებ გოგაშვილი;
5. ჯული მაზმიშვილი.