რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე სალი ბაბუნაშვილმა საფულე დაკარგა.
როგორც ახალგაზრდა გოგო საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს, საფულე, სავარაუდოდ, ლიბრეს მაღაზიიდან ავტომობილამდე მისვლის დროს დაბლა დაუვარდა და დაკარგა.
თანხა, რომელიც საფულეში იდო მისთვის მნიშვნელოვანი არაა და მთავარია ვინც საფულეს იპოვნის მან დოკუმენტები დააბრუნოს უკან.
"თანხას არ დავეძებ, საბუთები დამიბრუნოს, ვინც იპოვა. კამერაში ჩანს, რომ მაღაზიიდან გამოსვლის დროს გამომაქვს. 10 მეტრის დაშორებით მეყენა ავტომობილი. ამ ტერიტორიას კამერა აღარ აჩვენებს, სავარაუდოდ, მანდ ამომივარდა. ყველა დოკუმენტი, მართვის მოწმობა, დაზღვევა, ტექ პასპორტი, სამსახურის ბარათი და დაზღვევა იქ მედო",- განუცხადა "ინფო რუსთავს" სალი ბაბუნაშვილმა.
პოვნის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე 577 99 43 19