რუსთავში მე-12 მიკრორაიონში ხანძარი იყო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ცეცხლი ერთ-ერთ ბინაში ხატების კუთხეს გაუჩნდა.
"ხატების კუთხეში სანთელი დარჩათ ანთებული და გაჩნდა ხანძარი. ერთი ადამიანი იყო ამ დროს სახლში. მალევე გამოიყვანეს",- განუცხადეს "ინფო რუსთავს" აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებლებმა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 ეკიპაჟი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.