ხანძარი "გუდვილი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე

2017-08-07 15:22:52

დიღომში, სუპერმარკეტ "გუდვილი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით ცეცხლი იმ საწყობში განჩნდა სადაც მეორადი საბურავებია განთავსებული. ამ მომენტისთვის ადგილზე  მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. არსებული ინფორმაციით ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.