2021-08-30 11:34:46
    
		
		
			რუსთავის N4 საჯარო სკოლის სპორტ დარბაზში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი მოეწყობა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის მერიაში განუცხადეს.
მასობრივი ვაქცინაცია მე-4 საჯარო სკოლის სპორტდარბაზში სექტემბრიდან უნდა დაიწყოს.
რუსთავის  საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელის,  დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, სკოლის სპორტდარბაზში 3-4 ამცრელი პუნქტი  მოეწყობა და დღიურად 400-450-მდე ადამიანის ვაქცინაცია მოხდება.