"ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება"

2021-08-19 11:37:30

ბათუმი-ახალციხის გზაზე 19 აგვისტოს, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ზიმო-7“ გეგმავს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ57-კმ68 მონაკვეთზე, კლდის ფერდის ჩამოწმენდას (აფეთქებას მცირე მუხტებით).

სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დღეს ერთი საათით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება