რა არის ERP სისტემა?
ნებისმიერი სახის კომპანიაში, ადრე თუ გვიან, მის განვითარებასთან და ზრდასთან ერთად ყოველთვის იცვლება მიმდინარე პროცესები, მათი რაოდენობა და კომპლექსურობა. დღეს უფრო მეტად ეფექტური მართვისთვის მხოლოდ ადამიანური რესურსი აღარ არის საკმარისი, რაც ბადებს აუცილებელ საჭიროებას დამხმარე ალტირნატივების მოძიებისა და ინოვაციების დანერგვის. სხვადასხვა ტიპის ბიზნესებისთვის ასეთი ტიპის პრობლემისგან გამოსავალია ERP სისტემები, რაც საშუალებას იძლევა ყველა პროცესი წინასწარ დაიგეგმოს, სწორად იყოს გაწერილი, შესაბამისად იყოს მართული და სრულყოფილი ანალიტიკის წარმოების შესაძლებლობას იძლეოდეს.
ERP (Enterprise resource planning) სისტემა არის მძლავრი პროგრამა, რომელიც სხვადასხვა სახის ბიზნესს საშუალებას აძლევს, მოახდინოს ყველა მნიშვნელოვანი პროცესის ავტომატიზაცია. დანახარჯების და შეცდომების დაშვების ალბათობის შემცირებით გზით, სისტემა ზრდის ეფექტიანობასა და მომგებიანობას. სისტემა საშუალებას იძლევა კომპანიის ყველა მიმართულება ავტომატიზირებული იყოს - წარმოება, დისტრიბუცია, შესყიდვები, გაყიდვები, საწყობის მართვა, ბუღალტერია და ფინანსები, HR მენეჯმენტი, CRM და ორგანიზაციის ყველა დანარჩენი ბიზნეს პროცესი აღირიცხება ERP სისტემაში, იგეგმება, კონტროლდება და ნებისმიერი პერიოდის ჭრილში იძლევა შედეგების სრულყოფილად დათვლის საშუალებას.
დღევანდელ რეალობაში კომპანიები შეიძლება რამდენიმე პროგრამას იყენებდნენ სხვადასხვა სფეროს წარმატებისთვის, შეიძლება ცალკე პროგრამა იყოს საწყობისთვის, ან HR-ისთვის, ან სულაც წარმოებისა თუ ბუღალტერიისთვის, თუმცა მაქსიმალური შედეგისა და მაღალი ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს პროცესი ერთიანად იყოს ინტეგრირებული და მართული, რათა მეტად ოპტიმიზირებული იყოს კომპანიის მთლიანი ფუნქციონირება. ERP სისტები ყველა ამ სახის პრობლემას აგვარებს, რაც საშუალებას იძლევა კომპანიაში არსებული პროცესების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწდომი და მართვადი იყოს. მის გარეშე, საქმე უფრო რთული გახდებოდა, წარმოიდგინეთ საჭირო იქნებოდა ყველა პროგრამიდან დოკუმენტების ექსპორტი Excel-ის ფორმატში, რომელსაც ვინმე ერთად თავს თუ მოუყრიდა იმ იმედით, რომ ვინმე მაინც დააჯამებდა. ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი დრო და ადამიანური რესურსი სჭირდება, მაშინ როდესაც ERP სისტემას შეუძლია მძლავრი რეპორტინგით იგივე პროცესი უფრო ეფექტიანად უმალვე შეასრულოს.
კომპანიაში ERP სისტემების დანერგვისთვის პროფესიონალთა გუნდია აუცილებელი, ვინც სრულყოფილად გაეცნობა ორგანიზაციის ბიზნეს პროცესებს და შეძლებს სრულად კომპანიის სპეციფიკაზე მორგებული სისტემის ოპტიმიზირებას. თავის მხრივ, ERP სისტემის დანერგვა კომპლექსური და ორმხრივი პროცესია, სადაც მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ IT კომპანიის წარმომადგენლების მუდმივი ჩართულობა, ისევე კომპანიის მენეჯმენტის. გასათვალისწინებელი დეტალია, რომ ზოგჯერ მთლიანი ERP სისტემის დაყენებას თვითონ კომპანიის სამუშაო პროცესის ცვლილება სჯობს. ამის მიზეზი ის არის, რომ მსოფლიო დონის ERP სისტემები უამრავი კლიენტი კომპანიის კვალდაკვალ იხვეწება და მათი ფუნქციონალი საუკეთესო გამოცდილებებზეა დაფუძნებული.
საბოლოო ჯამში, ERP სისტემის დანერგვა კომპანიას საკმაოდ ეხმარება მიაღწიონ მაქსიმალურ ეფექტიანობას, თუმცა უმნიშვნელოვანესი დეტალია ის, რომ კომპანიამ ზუსტად უნდა იცოდეს რისთვის სჭირდება ERP სისტემა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია თავიდანვე განისაზღდვროს რა ამოცანები და მოლოდინები იქნება, რათა შემდგომში შეძლოს პროგრამისგან მიღებული სარგებლების გაზომვა და შეფასება. ასევე, ERP სისტემის დანერგვა საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესია, რომელიც მნიშვნელოვანია კვალიფიციურმა გუნდმა გააკეთოს.