მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2021-08-18 00:31:38

18 - 19 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში  +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.

20 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება და შედარებით აგრილდება. 21-22 აგვისტოს  ზოგან გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში 20 აგვისტოს სითბოს ფონზე (+29, +34 გრდუსი) ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. 21-22 აგვისტოს მცირე წვიმა შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 18 აგვისტო +34°C, 19 აგვისტო +34°C, 20 აგვისტო +34°C, 21 აგვისტო +35°C.