18 აგვისტოდან კლინიკა "რუსთავში" კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველებისათვის, სპეციალური ავტობუსები იმოძრავებს. მუნიციპალური ავტობუსები კლინიკა "რუსთავის" მიმართულებით, მგზავრებს 09:00 საათიდან, 18:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება. ავტობუსები სასტუმრო "რუსთავის" მიმდებარე ტერიტორიიდან, კლინიკა "რუსთავამდე" და უკან იმოძრავებს. ამასთანავე, ქალაქში არსებული სხვა ვაქცინაციის ცენტრების მიმართულებით, 4 სექტემბრამდე, დილის 08:30 საათიდან 18:30 საათამდე #2, #6 და #7 ავტობუსები მოძრაობს.
#2 ავტობუსის მარშრუტი: ბალანჩივაძის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, თოდრიას ქუჩა, მე-12, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 მიკრო რაიონები, შარტავას გამზირი, გაგარინის ქუჩა, გარეჯის ქუჩა;
#6 ავტობუსის მარშრუტი: რკინიგზის სადგური, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, სანაპიროს ქუჩა, რაგბის სტადიონი, მე-19 მკ/რ, ტაშკენტის ქუჩა, შარტავას გამზირი;
#7 ავტობუსის მარშრუტი: ჭყონდიდელის დასახლება, ძველი ბაზარი, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, მესხიშვილის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, შარტავას გამზირი.