გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 16 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია ქალაქ რუსთავში და მის მიმდებარედ, ასევე მარნეულის, წალკის, თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.
სამართალდარღვევებიდან 4 არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენის ღია წესით წვის ფაქტია. 12 კი - ნარჩენებით (მათ შორის, პლასტმასის ნარჩენებით, ავტომობილის საბურავებით, სიგარეტის ნამწვით, მუნიციპალური და სამშენებლო ნარჩენებით) გარემოს დაბინძურების ფაქტი.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.