ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე [Photo]

2021-08-15 19:06:06

რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ტოიოტასა" და "ფოლკსვაგენის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის დროს ერთი ქალი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, პირველადი შეფასებით დაშავებულის ჯანმრთელობა სტაბილურია და მიმდინარეობს სიღრმისეული კვლევა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.