გაიზარდა თუ არა რუსთავში ტაქსით მგზავრობის საფასური

2021-08-15 10:48:35

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა შეიზღუდა, რაც ნიშნავს იმას, რომ, სავარაუდოდ, ტაქსის მომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდება.

რუსთაველებმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კითხვით "ხომ არ გაიზარდა ტაქსით მგზავრობის საფასური" მიმართეს და საკითხის გარკვევა სთხოვეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, კომპანიებს, რომლებიც რუსთაველებს ტაქსის გამოძახების სერვის სთავაზობენ, მგზავრობის საფასური არ შეუცვლიათ და ისევ ძველი ტარიფი რჩება.

ძირითადად, ახალ რუსთავში მგზავრობა 3 ლარი ღირს, ხოლო ახლიდან ძველში ან პირიქით 4 ლარი.