ეპიდმდგომარეობა რუსთავში

2021-08-14 17:56:18

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 30 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 106 პირი შემოწმდა.

4 პირს ინფიცირება "პისიარ" კვლევით დაუდგინდა.

27 ახალი შემთხვევა დადასტურდა პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ 188  პირი გაიტესტა.