რუსთავში, კოსტავას გამზირზე 50 წლამდე მამაკაცს სცემეს. შემთხვევა მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ნაცემი კაცი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, პაციენტი კონტაქტურია.
“შემოიყვანეს 50 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მიყენებული აქვს ფიზიკური დაზიანებები. კონტაქტურია, ადკვატურია, ამ ეტაპზე უტარდება კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და რჩება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში”, - აცხადებ თეა გელაშვილი.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.