რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, მე-14 და მე-7 მიკრორაიონებში ახლადრეაბილიტირებული ლიფტები "ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ მოინახულა.
როგორც ლაცაბიძემ აღნიშნა, ლიფტების რეაბილიტაციის პროცესი ქალაქში აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.
"ქალაქში წლის ბოლომდე 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება იმისთვის, რომ ის ლიფტები, რომელიც დღეს არის ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში და ხშირ შემთხვევაში არის საფრთხის შემცველი, ეტაპობრივად ჩანაცვლდეს ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ლიფტებით. ჩვენმა მოსახლეობამ ნახა და ძალიან კმაყოფილები არიან იმით, რომ არის ყველა ის საერთაშორისო ნორმა უსაფრთხოების კუთხით გათვალისწინებული, რაც უზრუნველყოფს ჩვენი თანამოქალაქეების კომფორტულ გადაადგილებას და აღარვის აღარ ექნება შიში იმის, რომ ლიფტი შეიძლება ერთ დღესაც გაჩერდეს", - განაცხადა ლაცაბიძემ.
შეგახსენებთ, ლიფტების რეაბილიტაციის პროექტი ნინო ლაცაბიძის, როგორც რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დაპირება იყო.