"დღეს ანტირეკორდი მოიხსნა"

2021-08-12 20:42:12

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 59 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 148 პირი შემოწმდა. მისივე თქმით, გასულ დღე-ღამეში, ქალაქში ვირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

4 პირს ინფიცირება "პისიარ" კვლევით დაუდგინდა.

45 ახალი შემთხვევა დადასტურდა პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ 214 პირი გაიტესტა.

ვირუსის 1 ახალი შემთხვევა კლინიკაში პისიარით ტესტით დადასტურდა.