რუსთავის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 12% ვაქცინირებულია.
ამის შესახებ ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, მარდალეიშვილის სახელობის მედიცინის ცენტრში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის გაცნობის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ქალაქში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რის გამოც კიდევ ერთი ამცრელი პუნქტი დაემატა და რუსთაველებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქალაქის ცენტრალურ კლინიკაშიც გაიკეთონ.
ცნობისთვის, ქალაქის მასშტაბით ვაქცინაცია მიმდიანრეობს 1 და მე-2 დიაგნოსტიკურ ცენტრებში, კლინიკა "რუსთავში", მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში და უკვე ცენტრალურ კლინიკაშიც.