რუსთავში, მარდალეიშვილის კლინიკაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები და სკოლის მასწავლებლები კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ.
აცრის პროცეს ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ბეგაშვილი დაესწრო.
ტაბაღუას თქმით, 3 კვირის წინ მერიისა და მის აიპებში დასაქმებულ პირებში ჩატარდა გამოკითხვა, თუ ვის სურდა აცრა და რომელი ვაქცინით. გამოკითხვით გაირკვა, რომ დასაქმებულთა შორის აცრის სურვილი 30% პროცენტმა გამოთქვა.
"სტატისტიკა რუსთავში ყოველდღიურ აცრებთან დაკავშირებით საგრძნობლად მომატებულია.
ყოველდღიურად დაახლოებით 470-დან 500-მდე ვაქცინაცია ტარდება. რამდენიმე კვირის წინ მუნიციპალიტეტში შემავალ აიპებში სტატისტიკური მონაცემები შეგროვდა, სადაც მოხდა თანამშრომლების გამოკითხვა, ვის სურდა აცრა და რომელი ვაქცინით. სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ მსურველების რაოდენობა დაახლოებით 30% იყო, ეს არის 3 კვირის წინანდელი მონაცემები.
ამ ადამიანებს ჩვენ შევთავაზეთ მომსახურების რეგისტრაციასთან და ვირტუალურ ჩაწერებთან დაკავშირებული სერვისები, რისი საშუალებაცაა ქალაქში",- განაცხადა ტაბაღუამ.
რუსთავის მერის თქმით, ხვალიდან აცრის პროცესში რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები ჩაერთვებიან.