რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2021-08-10 19:07:14

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მე-12, მე-11 მიკრორაიონებში, აღმაშენებლის, ერისთავის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.