13 წელი ომიდან [photo]

2021-08-08 13:42:31

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ და ქალაქის მერის პირველმა მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

აღევლინა, 2008 წელს საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულ რუსთაველ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. ანსამბლმა „მე რუსთველი“ ქართული საგალობლები შეასრულა.

ღონისძიებას, საკრებულოს დეპუტატები გიორგი ტუხაშვილი, გოჩა ჯანგიძე და ვეტერანთა ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა რუსთავში, 7 აგვისტოს, გვიან ღამით, გმირთა მემორიალთან, იმპროვიზებული წარმოდგენით დაიწყო. ახალგაზრდებმა სანთლებით გამოსახეს საქართველოს რუქა და ზეცაში საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილი გმირების სახელებით დატანილი ბუშტები გაუშვეს. ღია ცის ქვეშ გაიმართა 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის ჩვენება.

2008 წლის ომის საბრძოლო მოქმედებებში ოთხი რუსთაველი მეომარი დაიღუპა. ვახტანგ გზირიშვილი, ლევან იოსებიძე, გიორგი ჯავახიშვილი, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში, ხოლო კახაბერ თავგორაშვილი კი გულუას სახელობის სპეცრაზმში მსახურობდა. ოთხივე მათგანი, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენით დაჯილდოვდა.

ინფორმაცია თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერია ავრცელებს