ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" კანდიდატები

2021-08-08 12:28:09

"ინფო რუსთავმა" გაარკვია ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები რუსთავის საკრებულოში.

ახალი კანონის თანახმად რუსთავის საკრებულოს წევრების რაოდენობა 10-ით გაიზრდება და 35-ს შეადგენს.

35 წევრიდან 7 მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული, ხოლო 28 პროპორციული სიით.

შეიცვალა ოლქების გეოგრაფიაც, ნაცვლად 10 სამაჟორიტარო ოლქისა რუსთავში 7 სამაჟორიტარო ოლქი იქნება.

"ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარული წესით გამარჯვებისთვის იბრძოლებენ:

1 ოლქი (ჭყონდიდელის დასახლება და ძველი რუსთავის ნაწილი) ბადრი მაჭავარიანი;

2 ოლქი (ძველი რუსთავის ნაწილი) ზაზა ტოგონიძე;

3 ოლქი (მეგობრობის, თბილისის, 9 ძმა ხერხეულიძის, კლდიაშვილის, ფალიაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის და აღნიშნული ქუჩების მიმდებარე ქუჩები) მიშა ბერუაშვილი;

4 ოლქი (VII, VIII მიკრორაიონები, შარტავას, ახმეტელის, აფხაზეთის და აღნიშნული ქუჩების მიმდებარე ქუჩები) ნინო ქავთარაძე;

5 ოლქი (XI, XII მიკრორაიონები, თოდრიას, მარჯანიშვილის, ქუჩიშვილის, ლეონიძის, მესხიშვილის და აღნიშნული ქუჩების მიმდებარე ქუჩები) გოჩა ლორია;

6 ოლქი (XX, XXI, XIV, XV მიკრორაიონები, ტაშკენტის, ჩერკასკის და აღნიშნული ქუჩების მიმდებარე ქუჩები) გიგა ვეფხვაძე;

7 ოლქი (XVI, XVII, XVIII, XIX მიკრორაიონები, ფანცულაიას, აღმაშენებლის, მოდებაძის და აღნიშნული ქუჩების მიმდებარე ქუჩები) ლაშა ბუცხრიკიძე;

საარჩევნო ოლქები გეოგრაფიულად ერთმანეთის მომიჯნავეა, თუმცა ზუსტი გაყოფა ქუჩების მიხედვით ვერ მოხერხდა, ამიტომ შესაძლებელია რომ 1 ქუჩაზე 2 ოლქი იყოს. ოლქები არ გაყოფილა არც ამომრჩევლის რაოდენობის მიხედვით, როგორც "ინფო რუსთავი"-სთვის არის ცნობილი ოლქების გაყოფა ძირითადად გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მოხდა.