რუსთვაში ინფიცირებულთა რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა

2021-08-06 20:34:33

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 40 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 123 პირი შემოწმდა.

1 პირს ვირუსი პსრ კვლევით დაუდგინდა.

48 ახალი შემთხვევა დადასტურდა პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ 214 პირი გაიტესტა.

დიაგნოსტიკურ ცენტრში ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა პსრ კვლევის შედეგად დადასტურდა.