რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ხმაური იყო. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გარემოვაჭრეს თავს დაესხა.
როგორც გარემოვაჭრემ საინფორმაციო სააგენტოს უამბო, მამაკაცმა ქვები დაუშინა და სამართებლით ემუქრებოდა. მისივე თქმით, ახალგაზრდას არ იცნობს და ის სავარაუდოდ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირება პოლიციამ ქუჩაში პატრულირებისას შეამჩნია და სიტუაცია მალევე განმუხტა.
ადგილზე მობილიზებული იყო როგორც საპატრულო, ისე კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.