რუსთავის საკრებულოს სხდომაზე, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რუსთავის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ განკარგულება მიიღეს.
მიღებული სამართლებრივი აქტის მიხედვით, განისაზღვრა როგორც სააგიტაციო მასალების განთავსებისთვის გამოყოფილი ლოკაციები, ასევე იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომელზეც აკრძალულია მათი განთავსება.
"ინფო რუსთავი" გთავაზობთ სააგიტაციო მასალების გამოკვრის მიზნით სტენდებისთვის განსაზღვრული ადგილების ჩამონათვალს:
1. ქალაქის შემოსასვლელი (ქუთაისის მოედანი);
2. დავით აღმაშენებლის გამზირი - რესტორანი "მადაგონის" მიმდებარე ტერიტორია.
3. ჟიული შარტავას გამზირი - #6-ის მიმდებარე ტერიტორია;
4. ჟიული შარტავას გამზირი #10-ის მიმდებარე ტერიტორია;
5. ჟიული შარტავას #3-ის მიმდებარე ტერიტორია;
6. ლეონიძის ქუჩა - #16-ის მიმდებარე ტერიტორია;
7. თოდრიის ქუჩა - სტამბის მიმდებარე ტერიტორია;
8. მეგობრობის გამზირი - პოლიციის მიმდებარე ტერიტორია;
9. მეგობრობის გამზირი - ფოსტი მიმდებარე ტერიტორია;
10. მეგობრობის გამზირი - უნივერმაღის მიმდებარე ტერიტორია;
11. მეგობრობის გამზირი #32-ის (სასტუმროს) მიმდებარე ტერიტორია;
12. მეგობრობის გამზირი #2-ის მიმდებარე ტერიტორია გონაშვილის სკვერის მიმართულებით;
13. დიდების მოედნიდან კოსტავას გამზირის მიმართულებით მიმდებარე ტერიტორია;
14. რუსთაველის გამზირი - ქიმიკოსთა კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია;
15. ბათუმის ქუჩა - ბაზრის მიმდებარე ტერიტორია;
16. კოსტავას გამზირი #1-ის მიმდებარე ტერიტორია;
17. კოსტავას გამზირი #12-ის მიმდებარე ტერიტორია;
18. კოსტავას გამზირი #21-ის მიმდებარე ტერიტორია;
19. კოსტავას გამზირი #36-ის მიმდებარე ტერიტორია;
20. ფიროსმანის ქუჩა - თეატრის მიმდებარე ტერიტორია;
21. რჩეულიშვილის ქუჩა #9ა-ის მიმდებარე ტერიტორია;
22. ტოლსტოის ქუჩა #30-ის მიმდებარე ტერიტორია.
შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზეც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება:
1. რელიგიური და საკულტო ნაგებობები;
2. კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობები;
3. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობების ინტერიერი და ექსტერიერი;
4. სასამართლოს შენობა-ნაგებობები;
5. პროკურატურის შენობა-ნაგებობები;
6. სამხედრო შენაერთების შენობა-ნაგებობები;
7. პოლიციის შენობა-ნაგებობები;
8. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების შენობა-ნაგებობები;
9. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერი და ექსტერიერი;
10. საგზაო ნიშნები;
11. საგანმანათლებლო დაწწესებულებები;
12. ბაგა-ბაღები და სხვა აღმზრდელობითი დაწესებულებები;
13. ბიბლიოთეკები;
14. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე;
15. ძეგლები და ბიუსტები;
16. თეატრის შენობა;
17. რუსთავის ციხე სიმაგრე;
18. მუზეუმის შენობა;
19. კულტურული ხასიათის დაწესებულებები;
20. შენობები, სადაც განთავსებულია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები;
21. შარტავასა და ხალხთა მეგობრობის გამზირების რეაბილიტირებული შუა გამყოფი ზოლი;
22. რეაბილიტირებული სახლის ფასადები;
23. გარე განათების ბოძები, გარდა წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ადგილებისა.