"თქვენ შეაფასეთ ეს ნახატები 5 ლარი ღირს თუ არა" [photo]

2021-08-06 17:11:18

სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში მომხმარებელმა ანა კანდელაკმა რუსთაველ მხატვარზე, რომელიც ქუჩაში ნახატებს ყიდის, პოსტი გამოაქვეყნა.

პოსტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჯგუფის წევრების დიდი ნაწილი ნამუშევრების სილამაზითა და მისი ფასით გაოცდა. ნახატების შეძენით დაინტერესდა უამარავი ადამიანი. 


"ჩემს ნახატებს არავინ ყიდულობსო ...

თქვენ შეაფასეთ ეს ნახატები 5 ლარი ღირს თუ არა

მეგობრობის გამზირზე სიარულის დროს ძალიან ლამაზ ნახატებს წავაწყდი ფასი მაინტერესებდა და ვკითხე გამყიდველს რა ღირსმეთქი - 5 ლარიო

ფასმა გამაოცა, რადგან ასეთი ნახატები ასე იაფი არსად არ ღირს ..

ჩემს ნახატებს არავინ ყიდულობს ალბათ არ მოსწონთო მე არ გადამიღოთ მრცხვენიაო

მე შევიძინე სამი ძალიან ლამაზი ნახატი

5 ლარად ულამაზეს ნახატებს შეიძენთ

მეგობრობაზე 10 ნომერში ინტელ ექსპრესის წინ ბიბლუსის აყოლებაზე", - წერს ანა კანდელაკი.