ლეონიძის ქუჩაზე, იქ სადაც ავტოსახელოსნოებია განლაგებული "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილი მეპატრონეს დაზიანებული დახვდა. მანქანის მფლობელმა "ინფო რუსთავს" განუცხადა რომ - "წინა დღით დავტოვე მანქანა სახელოსნოსთან, დღეს დილით მოვედი და ავტომობილს საქარე მინა აქვს ჩამტვრეული და ფარები დაზიანებული". მანქანის მეპატრონე ფიქრობს რომ ეს არ იყო შემთხვევითი ფაქტი, მას ეჭვი აქვს რომ ავტომობილი განზრახ დააზიანეს.