2021-07-28 15:29:17
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტობანზე.
სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ამ ეტაპზე რუსთავის ავტობანი ნაწილობრივ გადაკეტილია.